ორგანიზაციის მისია
მეგობრობის ხიდი “ქართლოსის” მისიას წარმოადგენს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი დიალოგის წარმოების ხელშეწყობა.
არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში და საგანმანათლებლო სივრცეში დემოკრატიისა და სამშვიდობო კულტურის დანერგვა.
ასევე ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიზაციის ხელშეწყობა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, მათი ცნობიერების ამაღლების, ინფორმირებისა და ადვოკატირების გზით.
ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ რეგიონში სამშვიდობო პროცესების მშენებლობას, მხარი
დავუჭიროთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, დავეხმაროთ მათი პროფესიონალური პოტენციალის განვითარებაში და გავაძლიეროთ ახალგაზრდობის ჩართულობა ადგილობრივ ცხოვრებაში.
“მეგობრობის ხიდი ქართლოსი” ისწრაფვის გახდეს ძლიერი ექსპერტული ორგანიზაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია დემოკრატიის, მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მართვის და მოგვარების დღის წესრიგში როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია იღწვის ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რომელშიც:
- კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემთა შორის ნდობა აღდგენის შედეგად არსებობს კონსტრუქციული ურთიერთობები გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან;
- ჯანდაცვის და სხვა სოციალური ტიპის პროგრამებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია და ორივე თემის მოსახლეობა თავისუფლად ახერხებს მომსახურების მიღებას;
- კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის პირადი უსაფრთხოება დაცულია.
- მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში;
- ახალგაზრდები ფლობენ კონფლიქტის მოგვარების და მოლაპარაკებების ტექნიკებს და დიალოგის გზით აქტიურად არიან ჩართული სამშვიდობო პროცესებში;
- ახალგაზრდები ჩართულები არიან ევროინტერგაციის პროცესში. ევროპელი კოლეგებისაგან სწავლობენ და იზიარებენ მათ გამოცდილებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით;
- საქართველოს სკოლებში დემოკრატიული მმართველობაა, სკოლებში რეალური თვითმმართველობები არსებობს, ხოლო მოსწავლეები ჩართული არიან სკოლის მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.