სიახლეები

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

ძალადობა და აგრესია სკოლაში – რა უნდა ვიცოდეთ რომ ვიმოქმედოთ ეფექტურად

შაბათს 20 ივნისს 12 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე: ძალადობა და აგრესია სკოლაში – რა უნდა ვიცოდეთ რომ ვიმოქმედოთ ეფექტურად ვებინარს გაუძღვება ვლადიმერ აფხაზავა 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. 2018 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლის ნომინანტი. 2019 წლის მსოფლიოს პედაგოგთა საუკეთესო ათეულის წევრი. თუ გსურს გაეცნო პრაქტიკას და გამოცდილებას როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები აქტივობებში…
Read more


ივნისი 16, 2020 0

ვებინარი თემაზე: როგორ აღმოვუჩინოთ მხადაჭერა ძალადობის მსხვერპლ მოსწავლეს

შაბათს 13 ივნისს 12 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე: როგორ აღმოვუჩინოთ მხადაჭერა ძალადობის მსხვერპლ მოსწავლეს ვებინარს გაუძღვება-  პშემისლავ სტარონი 2018 წლის საუკეთესო მასწავლებელი პოლონეთში და Global Teacher Prize 2020 წლის ფინალისტი ვებინარის თარგმანი განხორციელდება სინქრონულად პოლონურიდან ქართულ ენაზე. თუ გსურს გაეცნო როგორ რეაგირებს მოსწავლის ფსიქიკა ოჯახში ძალადობაზე; როგორ მოქმედებს მის სკოლაში ფუქნციონირებაზე ; რა დახმარება უნდა…
Read more


ივნისი 9, 2020 0

“ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში”

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან  მეგობრობის ხიდი ქართლოსი, Fundaja HumanDoc , HumanDoc South Caucasuses Regional office in Tbilisi და ორგანიზაცია თანაზიართან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს პროექტს “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში”. მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათი, რასაც ადგილი ჰქონდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ზოგადად ოჯახში ძალადობის რისკებს ზრდის. საქართველოში ბევრმა ქალმა…
Read more


ივნისი 3, 2020 0

რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება

ჩემთვის, თავისუფლება ფრენას ჰგავს, პირველად, როდესაც ყველას ეშინია თვითმფრინავში ასვლა, მაგრამ ერთხელ თუ გაიგე ფრენის ,,გემო” სიფრთხილე  სიამოვნებასა და ბედნიერებაში გადადის. თავისუფლებაც ასეა, ყველას გვეშინია მისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა მაგრამ თუ ერთხელ შევიგრძენით თავისუფლების ,,სუნი”, სიცოცხლეს დავთმობთ მის შესანარჩუნებლად და მაინც, ყველაზე მეტად ფრენა და თავისუფლება იცით რით გავს ერთმანეთს?! თუ სწორად არ მართავ სადავეებს…
Read more


ივნისი 2, 2020 0

რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება

პირადად ჩემთვის თავისუფლება კომფორტია, რომელიც უნდა მაძლევდეს  საშუალებას ვიყო ისეთი როგორიც რეალურად ვარ და ვიგრძნო თავი დამოუკიდებელ  ინდივიდად, რომელიც არ გახდება,  არც ერთი ფორმით დისკრიმინირებული და  მისი თავისუფლება  სახელმწიფოს მხრიდან იქნება მაქსიმალურად დაცული და შეუზღუდავი. ვინაიდან, ადამიანი თავისი არსით თავისუფალ გონად, თავისუფალ არსებად  გაჩნდა, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ინდივიდების თავისუფლება დაიცვას. საქართველოში ეს ყველაფერი მეტწილად ფორმალურია. ძალიან ბევრ პრობლემებს ვხედავ მენტალიტეტში.  თავისუფლება სისხლში არ გვაქვს გამჯდარი. რათქმაუნდა დამოუკიდებლობა  ძალიან  ძვირფასია ქართველი ერისთვის, მისი მოპოვების ისტორიული სირთულედინ გამომდინარე.  თუმცა, მას ფასი ეკარგება,  თუ  მხოლოდ ფორმალურია, თუ თავისუფლებას ვერ ვგრძნობთ.  საბოლოოდ, რეალობა რომელიც დღეს ქვეყანაში  გვაქვს პირადად ჩემთვის ასე ჟღერს: “ჩვენი თავისუფლება ეს არის გალიაში დამწყვდეული ცხოველი, რომელსაც უფლება მისცეს ერბინა, მაგრამ არა იქ და იმდენი, სადაც და რამდენიც მას სურდა”… თამთა ჭალიძე.


მაისი 31, 2020 0

რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება

თავისუფლება ფართო მცნებაა, რომელზე საუბარიც დაუსრულებლად შეიძლება. ამ თემასთან დაკავშირებით იმდენი განმარტება არსებობს, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. ჩემთვის თავისუფლება საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი შესაძლებლობები და სურვილები არ არის შეზღუდული ანუ დაუბრკოლებლად შემიძლია მივსდიო მათ. თუ მინდა თავისუფალი ვიყო, მაშინ შეცდომების დაშვების არ უნდა შემეშინდეს, რადგან მხოლოდ წინსვლა შეუძლებელია, მაგრამ სწორედ ჩემი…
Read more


მაისი 30, 2020 0

ვებინარი “ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი საქართველოს პერსპექტივით”

23 მაისს გაიმართა ვებინარი თემაზე: ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი საქართველოს პერსპექტივით. რომლის მომხენებელი იყო მოწვეული ექსპერტი ნინო ტყეშელაშვილი -სსიპ “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო”-ს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნული ვებინარი ხორციელდება ფონდი Human Doc მიერ, მეგობრობის ხიდი ქართლოსის და ასოციაცია მერკურის ერთობლივი თანამშრომლობით,…
Read more


მაისი 25, 2020 0

კონკურსი მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეების შესარჩევად.

მეგობრობის ხიდი ქართლოსი აცხადებს კონკურსს მონაწილეობის მისაღებად მოხალისეობრივ პროექტში„Empowering regions through volunteering – A step to a career”,. რომელიც დაფინანსებული EU მიერ Erasmus+ პროგრამის ESC პროექტის ფარგლებში. მოხალისე პროექტის განმავლობაში განახორციელებს აქტივობებს Technical College პოლონეთში, ქალაქ ოუვიციმში. მოხალისის კანდიდატურის მოთხოვნებია: მოხალისის ასაკი:18-30 წლამდე და ინგლისური ენის ცოდნა პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე პროექტის განხორციელების ვადებია 28/08/2020…
Read more


მაისი 20, 2020 0

სუფთა და ჯანსაღი გარემო კასპის მუნიციპალიტეტში

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონა ტიპის COVID-19 ვისრუსთან, მეგობრობის ხიდი ქართლოსი განაგრძობს პროექტის “სუფთა და ჯანსაღი გარემო კასპის მუნიციპალიტეტში” განხორციელებას . პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: სამაგიდო კვლევა; ექსპერტული კვლევა; ფუკუს ჯგუფების ჩატარება. მეგობრობის ხიდი ქართლოსი პროექტს პარტნიორ ორგანიზაცია ქართულ მედია ჯგუფთან ერთად ახორცილებს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოების…
Read more


მაისი 18, 2020 0

ვებინარი “ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი”

შაბათს 9 მაისს, 12 საათზე შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებისათვის გაიმართება ვებინარი თემაზე: „ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“ . ვებინარზე განსახილველი საკითხები: ბულინგი და ძალადობა სკოლაში სტიგმები და სტერეოტიპები ეფექტური კომუნიკაცია ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა უსაფრთხო სკოლის მონიტორინგიგაიარე წინასწარი რეგისტრაცია https://humandoc.clickmeeting.pl/-humandoc/register მოწვეული ექსპერტები: მანანა ჯინჭარაძე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი ვლადიმერ აფხაზავა…
Read more


მაისი 1, 2020 0