ქართლოსი

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

ქართლოსი

დეკემბერი 4, 2019 უკატეგორიო 0

მეგობრობის ხიდი “ქართლოსის” მისიას წარმოადგენს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი დიალოგის წარმოების ხელშეწყობა.

არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში და საგანმანათლებლო სივრცეში დემოკრატიისა და სამშვიდობო კულტურის დანერგვა.

ასევე ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიზაციის ხელშეწყობა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, მათი ცნობიერების ამაღლების, ინფორმირებისა და ადვოკატირების გზით.

ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ რეგიონში სამშვიდობო პროცესების მშენებლობას, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, დავეხმაროთ მათი პროფესიონალური პოტენციალის განვითარებაში და გავაძლიეროთ ახალგაზრდობის ჩართულობა ადგილობრივ ცხოვრებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.