ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
საზოგადოებრივი გაერთიანება მეგობრობის ხიდი ქართლოსი დაფუძნდა 2006 წლის 12 მაისს, ქართველი და ოსი ახალგაზრდების ერთობლივი ინიციატივით. 2006 წლის 19 ივნისს მეგობრობის ხიდი “ქართლოსი”
ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ორგანიზაციის რეგისტრაციის ნომერია – #01305/05/0055.
2006 წელს დაფუძნების დღიდან. ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ კონფლიქტის მეორე მხარესთან სამოქალაქო დონეზე მიმდინარე დიალოგსა და მოლაპარაკებებში. 2008 წლის აგვისტოში ორგანიზაციის წევრებს თავიანთი საცხოვრებელი სახლების დატოვება და დევნილთა სხვადასხვა დასახლებებში ცხოვრება მოუწიათ. რომლებმაც ომისგან გამოწვეული დანაკარგი და სტრესი სრულად განიცადეს საკუთარ თავზე, თუმცა თვით-ორგანიზების მაღალი ხარისხის შედეგად ამ რთულ დღეებში შეძლეს დახმარება გაეწიათ ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის. უფრო მეტიც, ორგანიზაციის გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის, რომელმაც გაერთიანა “დევნილობაში” მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციები რათა შესაძლებელი ყოფილიყო დევნილებისათვის უფრო ზუსტი და გამიზნული დახმარების გაწევა და დევნილებზე მიმართული პროგრამების მონიტორინგი.
ორგანიზაციას 13 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 200 ზე მეტი პროექტი; საერთაშორისო კონფერენცია, ღონისძიება, ადვოკატირების კამპანიები, ჰუმანიტარული აქციები, სამშვიდობო ინიციატივები, საგანმანათლებლო პროექტები, გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო ბანაკები და სხვა აქტივობები შემდეგი ფონდების დახმარებით: ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, ქალთა ფონდი საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში; შვეიცარიის საელჩო საქართველოში; საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “GENEVA CALL”, მსოფლიო ბანკი, CARE, პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; UNDP; COBERM; შავი ზღვის რეგიონის პროგრამა; EED ევროპის დემოკრატიის ფონდი, ევროკავშირი, NDI , People in Need,
ორგანიზაციის მხარდაჭერით რეგიონში ჩამოყალიბდა თხუთმეტამდე ადგილობრივი ორგანიზაცია, შეიქმნა რამდენიმე ძლიერი ქსელი და კოალიცია, მათ შორის: “რეგიონალური მოხალისეთა ქსელი”, “კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის”, “კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის”, “კოალიცია სასკოლო დემოკრატიისათვის”.
ორგანიზაციას წლების განმავლობაში მუშაობს შემდეგი მიმართულებით:
არაფორმალური განათლება – საქართველოს მაშტაბით სკოლებში არაფორმალური განათლების კუთხით ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, ვორქშოპებს, სტაჟირებებს როგორც ადგილობრივ აგრეთვე საერთაშორისო დონეზე, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების სამომავლო კარიერის მისაღწევად პროფესიული უნარების განვითარებას – კომუნიკაციის/მოლაპარაკების უნარები, დებატების ხელოვნება, კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა. ახალგაზრდების ჩართულობით ვახორციელებთ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მიძღვნილს მშვიდობის, არაძალადობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისადმი.
ინფორმირებულობის დონის ზრდის კამპანიები – საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის ზრდა უსფრთხოების, სამოქალაქო თავდაცვის, ოჯახური ძალადობის, ადამიანის უფლებათა დარღვევების და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.