შეხვედრა პოლონური ფონდის „HumanDoc’’-ის წარმომადგენლებთან

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

შეხვედრა პოლონური ფონდის „HumanDoc’’-ის წარმომადგენლებთან

დეკემბერი 13, 2019 უკატეგორიო 0

გორის მერი პოლონური ფონდის „HumanDoc’’-ის ვიცე დირექტორს დომინიკა სპრინგერს და პროგრამის ხელმძღვანელს სტანისლავ ბრუდნოხს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტ „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ხელშეწყობისა და მოძალადეთა თერაპიის პროგრამის გამყარება საქართველოში 2019-2020“ – ის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში იგეგმება გორის მუნიციპალიტეტში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარის რეაბილიტაცია, აღჭურვა და პოლონური გამოცდილებაზე დაყრდნოით ორგანიზაციის თანამშრომლების გადამზადება.
სტუმრების განცხადებით, რეგიონში დაგეგმილია ასევე ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სისტემაში ჩართული პროფესიული ჯგუფებისთვის (200 პოლიცია. 150 პედაგოგი, 100 ექიმი) ტრენინგების ჩატარება.პროგრამა პოლონეთის განვითარებისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხოორციელდება, რომელსაც შიდა ქართლში მეგობრობის ხიდი ATIFUND-თან ერთად ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.