ტრენინგი თემაზე: ოჯახში ძალადობა და არაძალადობრივი კომუნიკაცია

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

ტრენინგი თემაზე: ოჯახში ძალადობა და არაძალადობრივი კომუნიკაცია

ოქტომბერი 8, 2020 უკატეგორიო 0

ფონდი Fundacja HumanDoc ის და მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებს, პროექტის – „ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ძალადობის თერაპიის პროგრამის გაძლიერება“ – ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და არაძალადობრივი კომუნიკაციის თემაზე ტრენინგი გაიმართა.

სწავლების მონაწილეებმა განიხილეს კოორდინატორის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები:

ძალადობის ფორმები და მისი დეფინიცია;

გენდერული ძალადობა; ძალადობის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმები;

პერსონალური მონაცემების დამუშავება-დაცვა;

კომუნიკაციის სტრატეგია და ტექნიკა; მსხვერპლებისთვის არსებული სერვისები და სხვა.

ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტი უძღვებოდნენ.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ასევე, ფონდი HumanDoc-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “მეგობრობის ხიდი – ქართლოსთან” მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.