ტრენინგების ციკლი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

ტრენინგების ციკლი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე

ოქტომბერი 8, 2020 უკატეგორიო 0

10-11 14-15 და 16-17 სექტემბერს გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაიმართა შსს შიდა ქართლის რეგიონის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ციკლი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.

პროგრამის ფარგლებში შსს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი შემდეგ თემებზე

ოჯახში ძალადობის მიზეზები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები (მექანიზმები)

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.

შსს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი.

ოჯახში ძალადობის პრევენცია

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში მოქმედი ძირითადი სამართლებრივი მექანიზმები

და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე რაც ხელს შეუწყობს მათი მუშაობის გაძლიერებას აღნიშნულ შემთხვევების მართვის პრეცენციის და რეაგირების მხრივ.

პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის და რაჭა ლეჩხუმის რეგიონში გადამზადდება 100 თანამშრომელი.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.