რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება

მაისი 30, 2020 უკატეგორიო 0

თავისუფლება ფართო მცნებაა, რომელზე საუბარიც დაუსრულებლად შეიძლება.

ამ თემასთან დაკავშირებით იმდენი განმარტება არსებობს, რამდენი ადამიანიცაა

დედამიწაზე.

ჩემთვის თავისუფლება საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება. ეს

ნიშნავს იმას, რომ ჩემი შესაძლებლობები და სურვილები არ არის შეზღუდული ანუ

დაუბრკოლებლად შემიძლია მივსდიო მათ. თუ მინდა თავისუფალი ვიყო, მაშინ

შეცდომების დაშვების არ უნდა შემეშინდეს, რადგან მხოლოდ წინსვლა

შეუძლებელია, მაგრამ სწორედ ჩემი შეცდომები მეხმარება ვიპოვო საკუთარი თავის

საუკეთესო ვერსია. თავისუფლება უნდა შეიგრძნო, გაითავისო და მიჰყვე.

ჩემი აზრით, თითოეულ ადამიანს თავისი თავისუფალი სამაყრო აქვს, სადაც ყველაფერს შეუძლია მისწვდეს გონების ძალით.

Ჩემთვის თავისუფლება წინსვლაა გამუდმებით უკან მოხედვის გარეშე, სუნთქვა

დანაშაულის შეგრძნების გარეშე, შანსი, რომ ვიყო რეალური მე, ნიღბების გარეშე. ეს არის

ერთერთი მნიშვნელოვანი ფერი იმ ცხოვრებიდან, რომლის ნაწილიც მინდა გავხდე.

ნებისმიერ სახელმწიფოში ძალიან მნიშვნელოვანია აზრის და სიტყვის

თავისუფლება, რადგან ეს არის საშუალება გამოვხატოთ ის რაც გვსურს და გავუზიაროთ

გამოცდილებები საზოგადოებას, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სხვისი თავისუფლების შეზღუდვა დანაშაულია.

იმისათვის რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი მიზნის განხორციელება მაინც შევძლო აუცილებელია ვცხოვრობდე თავისუფალ სახელმწიფოში, სადაც ჩემს აზრს ექნება მნიშვნელობა, სადაც არ მომიწევს ყოველი ახალი დღის დაწყებისას ვიფიქრო წინა დღეს განხორციელებულ ქმედებებზე და იმაზე დადგენილ წესებს ხომ არ გადავუხვიე. სახელმწიფო უნდა იყოს თავისუფალი, რომ ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები, იზრუნოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და იქცეს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სიძლიერის სიმბოლოდ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.