რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება

ივნისი 2, 2020 უკატეგორიო 0

ჩემთვის, თავისუფლება ფრენას ჰგავს, პირველად, როდესაც ყველას ეშინია თვითმფრინავში ასვლა, მაგრამ ერთხელ თუ გაიგე ფრენის ,,გემო” სიფრთხილე  სიამოვნებასა და ბედნიერებაში გადადის.

თავისუფლებაც ასეა, ყველას გვეშინია მისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა მაგრამ თუ ერთხელ შევიგრძენით თავისუფლების ,,სუნი”, სიცოცხლეს დავთმობთ მის შესანარჩუნებლად და მაინც, ყველაზე მეტად ფრენა და თავისუფლება იცით რით გავს ერთმანეთს?! თუ სწორად არ მართავ სადავეებს ორივე კრახით შეიძლება დასრულდეს, ამიტომ თავისუფლებას მოფრთხილება დაფიქრებული მოქმედებები სჭირდება.

და ბოლოს,თავისუფლება მთებს,ზღვებსა და ოკეანეებს გავს, რომელიც ყველას გვეკუთვნის და გვაერთიანებს, მთავარია ჩვენი ადგილი ვიპოვოთ მასში.

 ქვეყნის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი სიმბოლო, ჩემთვის დემოკრატია და ერთიანობაა, როდესაც ყველა ადამიანის ხმას ერთნაირად დიდი მნიშვნელობა აქვს და მოსახლეობა ყოველ დილით იმის შიშით არ იღვიძებს, რომ ე.წ საზღვრის იქით აღმოჩნდება, ამიტომ თუ მკითხავთ ვართ თუ არა სრულიად თავისუფალი ქვეყანა, გიპასუხებთ რომ არ ვართ და სრულ თავისუფლებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულ 20%-ს დაიბრუნებს, მოსახლეობა კი ოკუპირებულ (და არა მარტო)ტერიტორიებზე, სიტყვის თქმის თავისუფლებას!

რუსუდან ბუზიაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.