რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება

პირადად ჩემთვის თავისუფლება კომფორტია, რომელიც უნდა მაძლევდეს
საშუალებას ვიყო ისეთი როგორიც რეალურად ვარ და ვიგრძნო თავი დამოუკიდებელ ინდივიდად, რომელიც არ გახდება, არც ერთი ფორმით დისკრიმინირებული და მისი თავისუფლება სახელმწიფოს მხრიდან იქნება მაქსიმალურად დაცული და შეუზღუდავი. ვინაიდან, ადამიანი თავისი არსით თავისუფალ გონად, თავისუფალ არსებად გაჩნდა, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ინდივიდების თავისუფლება დაიცვას. საქართველოში ეს ყველაფერი მეტწილად ფორმალურია. ძალიან ბევრ პრობლემებს ვხედავ მენტალიტეტში.
თავისუფლება სისხლში არ გვაქვს გამჯდარი. რათქმაუნდა დამოუკიდებლობა ძალიან ძვირფასია ქართველი ერისთვის, მისი მოპოვების ისტორიული სირთულედინ გამომდინარე.
თუმცა, მას ფასი ეკარგება, თუ მხოლოდ ფორმალურია, თუ თავისუფლებას ვერ ვგრძნობთ.
საბოლოოდ, რეალობა რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს პირადად ჩემთვის ასე ჟღერს:
“ჩვენი თავისუფლება ეს არის გალიაში დამწყვდეული ცხოველი, რომელსაც უფლება მისცეს ერბინა, მაგრამ არა იქ და იმდენი, სადაც და რამდენიც მას სურდა”…
თამთა ჭალიძე.