“ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში”

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

“ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში”

ივნისი 3, 2020 უკატეგორიო 0

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან  მეგობრობის ხიდი ქართლოსი, Fundaja HumanDoc , HumanDoc South Caucasuses Regional office in Tbilisi და ორგანიზაცია თანაზიართან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს პროექტს “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში”.

მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათი, რასაც ადგილი ჰქონდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ზოგადად ოჯახში ძალადობის რისკებს ზრდის. საქართველოში ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს დახმარება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.  პროექტი ქალებს გაუწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით, მიაწვდის მათ ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და იმუშავებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან რეაგირების გეგმების მომზადებაზე. პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

”ევროკავშირი, კრიზისის დაწყების დღიდან მხარში უდგას საქართველოს და ასე გააგრძელებს. განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა, თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა.  ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს, მე დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებული პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. პროექტებს შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე  საზოგადოებრივი ორგანიზაციების განახორციელებენ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათთან თანამშრომლობის დაწყებას “ – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.