“ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში”

პროექტი “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” შესახებ
მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათი, რასაც ადგილი ჰქონდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ზოგადად ოჯახში ძალადობის რისკებს ზრდის. საქართველოში ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს დახმარება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.
პროექტი ქალებს გაუწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით, მიაწვდის მათ ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და იმუშავებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან რეაგირების გეგმების მომზადებაზე.
პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.
პროექტი ხორციელდება „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ -ის მიერ, ორგანიზაციების: Ngo Tanaziari, მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი” d და Fundacja HumanDoc პარტნიორობით, ევროკავშირის მხარადაჭერითა და ფინანსური დახმარებით.