ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში

ნოემბერი 5, 2020 უკატეგორიო 0

პროექტი “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” და Fundacja HumanDoc პარტნიორობით.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის კამპანიაში „ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!“აქტიურად ჩაერთო გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს გორსა და გორის რაიონში არსებული 64 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საინფორმაციო დაფაზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებას პროექტის და სერვისების შესახებ, რათა ინფორმაცია და სერვისები ხელმისაწვდომი იყოს უფრო მეტი ადამიანისთვის.

თუ თქვენი პარტნიორი ან ოჯახის წევრი ძალადობრივად გექცევათ, გიზღუდავთ თავისუფლებას ან მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას, დარეკეთ ცხელ ხაზზე – 112;

კრიტიკულ შემთხვევაში თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ტელეფონზე საუბრის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში მიიღეთ პრევენციული ზომები და გადმოტვირთეთ 112-ის მობილური აპლიკაცია თქვენს ტელეფონში, რომელსაც აქვს SOS (ჩუმი განგაშის) ღილაკი და ოპერატორთან ჩატის ფუნქციები.

თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ხართ ოჯახში ძალადობის მსხვეპლი და გესაჭიროებათ იურიდიული მომსახურება, დაგვიკავშირდით!დარეკეთ:

ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი –

511 14 86 00

ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი –

511 16 90 70

თუ გესაჭიროებათ ფსიქოლოგიური დახმარება, დაგვიკავშირდით ქალთა საინფორმაციო ცენტრის FB გვერდზე და თქვენ გაგიწევენ დახმარებას პროფესიონალი ფსიქოლოგები.

კონფიდენციალობა უზრუნველყოფილია!!!

ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა!

თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *