ონლაინ ვებინარების სერია „არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ონლაინ პროექტების განხორციელების შესაძლებლობების და პროფესიონალიზაციის გაზრდა საქართველოში”

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

ონლაინ ვებინარების სერია „არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ონლაინ პროექტების განხორციელების შესაძლებლობების და პროფესიონალიზაციის გაზრდა საქართველოში”

მარტი 7, 2021 უკატეგორიო 0

13, 14, 16, 18, 20 და 21 მარტს მეგობრობის ხიდი ქართლოსის და პოლონური ორგანიზაცია Fundacja HumanDoc -ის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ ვებინარების სერია თემაზე: “არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ონლაინ პროექტების განხორციელების შესაძლებლობების და პროფესიონალიზაციის გაზრდა საქართველოში“

აღნიშნული ვებინარების სერიას გაუძღვება გიორგი კალატოზიშვილი პიარ კონსულტანტი, ლექტორი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი, რომელსაც აქვს საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 15 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. გიორგის გავლილი აქვს ისეთი საერთაშორისო დაადგილობრივი სასერტიფიკატო პროგრამები, როგორიც არის: „მოლაპარაკებების ხელოვნება“ (Growin) და „მედიაცია: კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტიანი დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი“ (Partners Poland Mediation Centre). ჩატარებული აქვს 200-მდე ღია და დახურული ტრენინგი და მასტერკლასი.
ვებინარის ხანგრძლივობა 19:00 – 21:00 სთ.
ვებინარების სერია გაიმართება პროგრამა clicmeeting ში.

სარეგისტრაციო ბმული https://bit.ly/2O0wsp5

პანდემიის დროს ორგანიზაციებისთვის მეტად აქტუალური გახდა მულტიფუნქციური და მაღალი კომპეტენციის მქონე თანამშრომლების დასაქმება, ან უკვე არსებული თანამშრომლების კონკრეტული უნარების გაუმჯობესება და ახალი ციფრული პლატფორმების მოკლე ვადებში ათვისება. ამასთან, ის პირები, რომლებსაც ყოველდღიურად აქვთ კომუნიკაცია შიდა და გარე სამიზნე ჯგუფებთან, უნდა ფლობდნენ როგორც პრეზენტაციის აგების და მართვის, ისე ეფექტიანი კომუნიკაციის უნარს, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა დონის საინფორმაციო ტიპის შეხვედრის ორგანიზებასა და მართვაში. კურსის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ პლატფორმებს და ამავე პლატფორმებზე, ან მათი გამოყენებით გაივლიან პრაქტიკას: შექმნიან საკუთარ გვერდს; შექმნიან კონტენტს; იმუშავებენ ჯგუფებში და ისწავლიან მიმდინარე სამუშაო პროცესში გუნდის წევრების ჩართულობის გაზრდას; გამართავენ პრეზენტაციებს; ჩაატარებენ ონლაინ შეხვედრებს და გამოკითხვებს; შექმნიან და ჩაატარებენ ქვიზებს.

  1. როგორ გამოვიყენოთ გეიმიფიკაციის პრინციპები სამსახურში, სამუშაო პროცესში და სწავლებაში?
  2. როგორ გამოვიყენოთ ინტერაქტიური პლატფორმა kahoot გამოკითხვების ჩასატარებლად?
  3. როგორ გამოვიყენოთ ვირტუალური დაფა Pudlet დისტანციური ჯგუფური მუშაობისთვის.
  4. როგორ გამოვიყენოთ ვირტუალური პლატფორმა და ხელსაწყო Miro ბრეინშტორმინგისთვის?
  5. როგორ შევმქნათ საკუთარი ანგარიში Youtube-ზე და გავუშვათ Live?
  6. როგორ გამოვიყენოთ Zoom-ის პლატფორმა ონლაინ კონფერენციებისთვის?
  7. Zoom-ში კომუნიკაციის მართვის 5 მთავარი წესი;
  8. სმარტფონი vs ლეპტოპი – 7 განსხვავება Zoom-ის გამოყენების დროს;
  9. როგორ გამოვიყენოთ ვირტუალური დაფა Zoom-ში;
  10. Zoom-ის ვირტუალური ფონები zoom.us/virtual-backgrounds
  11. Zoom-ის ფასიანი და უფასო ანგარიში: უპირატესობები და შესაძლებლობები; 
  12. Google Meet-ის პლატფორმის მეშვეობით შეხვედრების მართვა;
  13. როგორ ავაგოთ პრეზენტაცია (პრეზენტაციის სტრუქტურა, სლაიდების რაოდენობა, ფონტი, ფერი, გამოსახულება);
  14. როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის;
  15. როგორ გამოვიყენოთ უფასო პლატფორმები ფოტობანკის შესაქმნელად; 
  16. ეფექტური კომუნიკაციის 5 წესი;
  17. ვიდეოსკრაიბინგის გამოყენება დინამიური პრეზენტაციის მოსამზადებლად;
  18. როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად Microsoft Teams;


ონლაინ ვებინარების სერია დაფინანსებულია პროგრამა “დახმარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ინიციატივებისთვის ”, რომელიც შეიქმნა პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ და ახორციელებს ფონდი” განათლება დემოკრატიისთვის ”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *