ონალინ სემინარი თემაზე „ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მუშაობის პროგრამები პოლონეთის და საქართველოს გამოცდილება“

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

ონალინ სემინარი თემაზე „ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მუშაობის პროგრამები პოლონეთის და საქართველოს გამოცდილება“

დეკემბერი 11, 2020 უკატეგორიო 0

2020 წლის 14 დეკემბერს ორშაბათს,10:00 საათზე, პოლონური ორგანიზაცია Human Doc გამართავს ონალინ სემინარს თემაზე „ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მუშაობის პროგრამები პოლონეთის და საქართველოს გამოცდილება“

ფონდი ჰუმანდოკი საქართველოში უკვე ხუთი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოში მოგვარდეს ოჯახში ძალადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები და დაცული იყოს ბავშვთა და ქალთა უფლებები.

ონლაინ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები პოლონეთიდან და საქართველოდან.

სტანისლავ ბრუდნოხი – HumanDoc–ის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი თბილისში.

მარიუშ მაშკევიჩი – პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებინი ელჩი საქართველოში.

ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

სემინარის მოდერატორი

მეგი ბიბილური ფონდ ჰუმან დოკის პროექტის მენეჯერი,
არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ქართლოსის დამფუძნებელი.

ონლაინ სემინარის მომხსენებლები იქნებიან

რენატა დურდა – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის ცენტრის „ცისფერი ხაზის“ დირექტორი. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობის პრევენციის სპეციალისტი და სერთიფიცირებული სუპერვაიზერი.გჟეგოჟ ვრონა – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ოჯახში ძალადობის პრევენციის სპეციალისტისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სუპერვაიზერის სერთიფიკატები. ვარშავის კრიზისული ინტერვენციის ცენტრის ,,ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის’’ საბჭოს კონსულტანტი.

ბარბარა ლეშჩინსკა -პოლონელ ფსიქოლოგთა საზოგადოების, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, სერთიფიცირებული სუპერვაიზერი. გახლავთ სერთიფიცირების სისტემის პოლონური მოდელის ავტორი. ქალაქ ოპოლეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სპეციალიზირებული ცენტრის დირექტორი. ქალაქ ოპოლეში ოჯახში ძალადობის პრევენციის ინტერდისციპლინური გუნდის ხელმძღვანელი.

ანა ვოლოშჩუკი – ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის განსაზღვრული კორექციულ-საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზატორი. ასევე უძღვება ფსიქო-თერაპიულ პროგრამებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა, რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ან პირობითი თავისუფლების აღკვეთა.ბოლო 14 წელია მუშაობს ქალაქ ოპოლეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირთა დახმარების სპეციალური ცენტრის თერაპევტად.

ნინო ტყეშელაშვილი – “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო”-ს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ანა ფაჩუაშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი.

ნანა თოდუა – არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „მერკურის“ თავმჯდომარე. სამეგრელოს რეგიონში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვებისთვის პირველი თავშესაფრის დამფუძნებელი და დირექტორი.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ ZOOM პლატფორმაში ონლაინ სემინარის სარეგისტრაციო ბმული https://bit.ly/38324k3ონლაინ სემინარი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთისთანამშრომლობის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფონდ ჰუმან დოკის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.