იაპონიის საელჩოში ხელმოწერის ცერემონია

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

იაპონიის საელჩოში ხელმოწერის ცერემონია

დეკემბერი 2, 2019 უკატეგორიო 0

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში 19 ნოემბერს ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია
გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა “ქართლოსის პროექტს” ნიქოზის ამბულატორიის
სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის შესახებ.

პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით, უმაღლესი სამედიცინო
ტექნიკით აღიჭურვება ნიქოზის ამბულატორია და 10 წლის განმავლობაში გორის
მუნიციპალიტეტში 5 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას ექიმი სპეციალისტები უფასოდ
მოემსახურებიან. ნიქოზის ამბულატორიის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნულ
სოფლებში მთლიანობაში სულ 5000 მდე ადამიანი ცხოვრობს.


“პროექტის ფარგლებში ნიქოზის ბულატორია აღიჭურვაბა უახლესი სამედიცინო ტექნიკით.
პროექტი ხელს უწყობს ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლწობის
ჯანდაცვის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას. პროექტი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ისეთი მოწყვლადი ფენებისთვის როგორიცაა ქალები, ბავშვები, მოხუცები,
სოც. დაუცველები, შშმ პირები და ა.შ. ჩვენ გვსურს პირველადი ჯანდაცვითი რგოლი იყოს
რაც შეიძლება ძლიერი რათა შევძლოთ დაავადების პრევენცია და მართვა.
პროექტის განხორციელების ვადა არის 1 წელი რის შემდეგაც 10 წლის განმავლობაში
პროექტის ფარგლებში უფასოდ მოვემსახურებით ნიქოზის თემის სოფლებს, ქვემოხვითსა
და ფხვენისს. ჩვენი გვსურს ჩვენი განხორციელებული პროექტებით ჩვენი წვლილი
შევიტანოთ მშვიდობის მშენებლობაში.”- აღნიშნა ნიქოზის ამბულატორიის დირექტორმა,
ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.