„ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა“



მეგობრობის ხიდი ქართლოსმა უკვე დაიწყო სამედიცინო ტექნიკის ინსტალაცია ნიქოზის ამბულატორიაში.
პირველ ეტაპზე ამბულატორია აღიჭურვა 22 პარამეტრიანი ჰემატოლოგიური ავტომატური ანალიზატორითა და ავტოკლავით.
ნიქოზის თემის სოფლების, ფხვენისისა და ქვემო ხვითის მოსახლეობას უკვე შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ სისხლის 22 პარამეტრის ანალიზი. ასევე ნიქოზის ამბულატორია ფხვენისისა და ქვემო ხვითის მოსახლეობას სთავაზობს ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის და კარდიოლოგის კონსულტაციებს უფასოდ.
პროექტის ფარგლებში უახლოეს თვეებში დაგეგმილია გინეკოლოგის კაბინეტის აღჭურვა კოლპოსკოპით, ოფთალმოლოგის კაბინეტის აღჭურვა ოფთალმოლოგიური მიკროსკოპით (ნაპრალოვანი სანათი) ლაბორატორიის აღჭურვა თერმოსტატით და რენტგენო დიაგნოსტიკური კაბინეტის აღჭურვა ციფრული რენტგენით.
აღნიშნული საშუალებებით ჩატარებული კვლევებიც სრულიად უფასო იქნება პროექტის ბენეფიციარებისთვის (ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი)
პროექტის ფარგლებში
ნიქოზის ბულატორია
აღიჭურვაბა უახლესი
სამედიცინო ტექნიკით.
პროექტი ხელს
უწყობს ე.წ. გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში
მცხოვრები მოსახლწობის
ჯანდაცვის გეოგრაფიულ და ფინანსურ
ხელმისაწვდომობას. პროექტი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ისეთი
მოწყვლადი ფენებისთვის როგორიცაა ქალები,
ბავშვები, მოხუცები,
სოც. დაუცველები, შშმ პირები
და ა.შ.
პროექტი „ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა“ დაფინასებულია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ საგრანტო კონკურსის „ადამიანის უსაფრთხოება“ ფარგლებში.
მეგობრობის ხიდი ქართლოსი მადლობას უხდის იაპონიის მთავრობას და იაპონელ ხალხს აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის.