„ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა“

იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სოფელი ნიქოზის ამბულატორიას 64,643 ამერიკული დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა, რომელიც იძლევა ყველა საჭირო გამოკვლევის სიღრმისეულად ჩატარების შესაძლებლობას და ზრდის ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის.
სამედიცინო აღჭურვილობა ყველა შესაბამისი რეგულაციის დაცვით უკვე ფუნქციონირებს და სრული დატვირთვით ემსახურება მოსახლეობას.
პროექტი „ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა“ დაფინასებულია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ საგრანტო კონკურსის ადამიანის უსაფრთხოება ფარგლებში.
მეგობრობის ხიდი ქართლოსი მადლობას უხდის იაპონიის მთავრობას და იაპონელ ხალხს აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის.



