კონფერენცია თემაზე : “მომავალი ძალადობის გარეშე”

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

კონფერენცია თემაზე : “მომავალი ძალადობის გარეშე”

დეკემბერი 21, 2020 უკატეგორიო 1

ოთხშაბათს 23 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება კონფერენცია თემაზე : “მომავალი ძალადობის გარეშე

საქართველოში მრავალი ქალი, ბავშვი და მოხუცი განიცდის ოჯახში ძალადობას. ბავშვები ხშირ შემთხვევაში ხდებიან ან პირდაპირი ან ირიბი ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რაც აისახება მათ მომავალზე. ოჯახში ძალადობის დანაშაული ხშირ შემთხვევაში აღიქმება, როგორც მხოლოდ ოჯახის საქმე და საზოგადოება დუმილს ამჯობინებს, რაც პოტენციურ მოძალადეს ხელსაყრელ პირობებს უქმნის ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო თავად დაზარალებული კი დუმს, რადგანაც ვერ გრძნობს ვერც ოჯახის სხვა წევრებისა და ვერც საზოგადოების მხარდაჭერას.

მნიშვნელოვანია ყველა სექტორის მონაწილეობა და თითოეული ჩვენგანის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც ერთობლიობაში მოგვცემს მეტად განვითარებულ საზოგადოებას, რომლისთვისაც ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე ძალადობა არის სირცხვილი და დანაშაული.

სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო არ არის საკმარისი პრობლემის დასაძლევად.

მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ძალისხმევის კონსოლიდირება არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტების გარშემო, არამედ დანაშაულის ჩადენამდე.

უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ყველა საგანმანათლებლო უწყებას.

კონფერენციაში თქვენი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი!კონფერენცია ხორციელდება პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დევნილი/კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.კონფერენციის მოდერატორი:

ელენე რუსეცკაია – ECRI-ს წევრი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორიმომხსენებლები:

ბავშვთა მიმართ ძალადობა და განათლების სისტემის როლი მის აღმოფხვრაში, ეკატერინე დგებუაძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

„მასწავლებლების მიერ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინება, ქცევა, დამოკიდებულებები და ნორმები“ – ნათია მესტვერიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„შშმ ბავშვები, ოჯახში ძალადობა და საზოგადოების დამოკიდებულება“- დავით მოსიაშვილი, დემეტრეს და მარიამის მამა, სოციალური საწარმო ,,დემა” დამფუძნებელი, ააიპ ,,მამიკო” დამფუძნებელი, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტი

„სასულიერო პირებისა და ინსტიტუტების როლი ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საქმეში:

მეუფე დოსითეოზი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი;

არქიმანდრიტი ლუკა ლისელი ფალავანდიშვილი;

ადამ შანთაძე, მუსლიმთა სამმართველოს მუფტი

“ბავშვი, სკოლა და საზოგადოება“ – ლადო აბხაზავა, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი

კონფერენცია გაიმართება ონლაინ აპლიკაცია zoom-ის მეშვეობით!!!

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3rdRrU4

Meeting ID: 957 4593 1424Passcode: 694101

პროექტის შესახებ:პროექტს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან – Bridge of Friendship Kartlosi (შიდა ქართლის რეგიონი), რეაბილიტაციის ცენტრი Tanaziari (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) და ფონდ Fundacja HumanDoc-თან (პოლონეთი) ერთად, ევროკავშირის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზნობრივი რეგიონებია შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.

პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში “მთავარი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია და ამ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება.პროექტების შერჩევა მოხდა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებს.

One Response

  1. ლალი ამბობს:

    მოგესალმებით! მე ვარ სპეცმასწავლებელი ბათუმიდან და ვმუშაობ შშმ პირებთან.ჩემთვის მნიშვნელოვანი თემაა ძალადობის წინააღმდეგ ბრზოლა.სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და მოხარული ვიქნები თუ მომიწევს სიტყვით გამოსვლაც.კარგი ხშირად ჩატარდეს ასეთი კონფერენციები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.