ვებინარი “ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი”

შაბათს 9 მაისს, 12 საათზე შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებისათვის გაიმართება ვებინარი თემაზე: „ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“ .
ვებინარზე განსახილველი საკითხები:
ბულინგი და ძალადობა სკოლაში
სტიგმები და სტერეოტიპები
ეფექტური კომუნიკაცია
ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა
უსაფრთხო სკოლის მონიტორინგიგაიარე წინასწარი რეგისტრაცია

https://humandoc.clickmeeting.pl/-humandoc/register
მოწვეული ექსპერტები:
მანანა ჯინჭარაძე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი
ვლადიმერ აფხაზავა – 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს პედაგოგთა საუკეთესო ათეულის წევრი
თეა გალახვარიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი
ვებინარი ხორციელდება ფონდი Human Doc მიერ პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის” ფარგლებში. რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფარგლებში.