ექსპერტპრიუმმა დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა

მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით და ექსპერტორიუმთან თანამშრომლობით სკრის, ხურვალეთის და ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 36 ახალგაზრდა თბილისში ექსპერტორიუმს ეწვია და საახალწლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნულ დასახლებებში მალე ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები ჩამოყალიბდება, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ინტერესების მქონე მოზარდები ერთ სივრცეში გააერთიანდებიან საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ჩატარების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც მათ დაეხმარებათ მეცნიერების შესწავლასა და შემეცნებაში.