ექიმები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

11-13 აგვისტოს ბათუმში მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით და პოლონური ორგანიზაცია Fundacja HumanDoc ის პარტნიორობით პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის ფარგლებში“ შიდა ქართლის ჯანდაცვის მუშაკებისათვის გაიმართა სწავლების პროგრამა, ტრენინგების პირველი ეტაპი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.
ტრენინგის ფარგლებში სამედიცინო მუშაკებს ჩაუტარდათ ტრენინგი შემდეგ თემებზე
ოჯახში ძალადობის მიზეზები
ბავშვის მიმართ ძალადობა
ფსიქო ემოციური ასპექტები
ოჯახში ძალადობის პრევენცია
უწყებათა შორის თანამშრომლობა
სამართლებრივი მექანიზმები
და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის მუშაკების გაძლიერებას აღნიშნულ შემთხვევების მართვის პრეცენციის და რეაგირების მხრივ.
მოწვეული ტრენერი ფსიქოლოგი ბავშვთა დაცვის ექსპერტი ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე
პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის და რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებიდან გადამზადდება 60 სამედიცინო მუშაკი.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.






