ევროპული კლუბები დევნილთა დასახლებაში

მეგობრობის ხიდი ქართლოსი | BRIDGE OF FRIENDSHIP KARTLOSI

ევროპული კლუბები დევნილთა დასახლებაში

დეკემბერი 2, 2019 უკატეგორიო 0

მეგობრობის ხიდი ქართლოსი 2020 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში სკრის,
ბერბუკის, საქაშეთის და ხურვალეთის დასახლებაში იწყებს ევროპული კლუბების
პროგრამის განხორციელებას.

ევროპული კლუბი ეს არის ევროპული ღირებულებებით, ევროპული კულტურით, ევროპული ფასეულობებითა და ზოგადად ევროპით დაინტერესებული ახალგაზრდების გაერთიანება. 
პროგრამის  მიზანია ევროპული კულტურის, ისტორიის და მათი ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება სადაც ახალგაზრდები იღებენ ევროპასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე საინტერესო ინფორმაციას და  ევროპელი მოხალისეების დახმარებით ახორციელებენ ამ თემებთან დაკავშირებულ აქტივობებს.
პროგრამას გაუძღევბიან ევროკავშირის პროგრამის მოხალისეები  შემდეგი ქვეყნებიდან (პოლონეთი, იტალია, ჰოლანდია და სხვა). რომლებიც ახალგაზრდებს მიაწოდებენ ინფორმაციას აქტიური მოქალაქეობისა და მოხალისეობის მნიშვნელობაზე, მოუყვებიან ევროკავშირის და მისი ინსტიტუციების მუშაობის შესახებ. ნაჩვენები იქნება ფილმები და მოეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებლო კულტურულ შემეცნებითი  საღამოები.

თუ ხარ 14 – 17 წლამდე  ახალგაზრდა და გინდა მეტი გაიგო ევროპის შესახებ და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროგრამებში გახდი ჩვენი კლუბის წევრი შემოგვიერთდი.

კლუბი იმუშავებს ერთი წლის განმავლობაში  კვირაში ერთი დღე პროგრმის ხანგრძლივობა 2 საათი (რეგულარული დასწრება სავალდებულოა)
კლუბის წევრებს დამატებითად  საშუალება ექნებათ  მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, ტრენინგებში, სემინარებში, სასწავლო ვიზიტებში  როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ
წლის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ  დაუკავშირდეთ მეგობრობის ხიდი ქართლოსის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი
ლელა მაზმიშვილი
ელფოსტა: lelakartlosi@gmail.com
ასევე  შეგიძლიათ დაგვირეკოთ 599 91 93 64

პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის  მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ევროპელ ახალგაზრდებს შორის გამოცდილების გაზიარება და აქტიური მოქალაქეობის წახალისება.
ვებ გვერდი: Kartlosi.org.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.